„უკანა გასასვლელით სარგებლობენ...“ - რა დეტალები მოიპოვა სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრების ჩხრეკაზე „კურიერმა“

„უკანა გასასვლელით სარგებლობენ...“ - რა დეტალები მოიპოვა სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრების ჩხრეკაზე „კურიერმა“

7 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 472

ჩხრეკა ობიექტებზე, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული - საგამოძიებო მოქმედებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა.

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკა "ქოლცენტრების" შესაძლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, თბილისსა და აჭარაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

"კურიერი" თბილისში, პეკინის გამზირზე, იმ შენობასთან იმყოფებოდა, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ამ დროისთვის ოფისი დალუქულია, დასაქმებული პირები არ იმყოფებიან. თუმცა, გუშინ, როდესაც ჩხრეკა ჩატარდა, ოფისში დასაქმებული პირები ადგილზე იმყოფებოდნენ, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, ისაუბრა მხოლოდ ინტერესების დამცველმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის სარეკლამო კომპანია, მაგრამ "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა ვერც შენობის გარეთ და ვერც შიგნით ვერ ნახა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რაც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სარეკლამო კომპანია იყო.

ამასთან, "კურიერი" ესაუბრა აღნიშნულ შენობაში განთავსებულ სხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს. ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომელმა აღნიშნა, როდესაც ამჯერად დალუქულ კომპანიაში დასაქმებულებს ესაუბრა, დაუდასტურეს, რომ "ქოლცენტრის" თანამშრომლები იყვნენ, თუმცა მათი საქმიანობა იყო საკმაოდ გასაიდუმლოებული, ვინაიდან ხშირად გადაადგილდებოდნენ უკანა კარით და ჰქონდათ მწირი კომუნიკაცია შენობაში განთავსებულ სხვა ორგანიზაციებთან.

"ქოლცენტრი" ვართო თვითონ თქვეს, როცა გადმოდიოდნენ, ვკითხე, გამიხარდა, რომ ახლები მოვიდნენ, ვიკითხე და დიდი სიამაყით მითხრეს, რომ "ქოლცენტრი" ვართო... რამდენიმე თვეა რაც აქ არიან. ვისაც ველაპარაკე, როგორც ჩანდა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ქალბატონი იყო. ქართულად საუბრობდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ არ იყო ქართველი, ვიფიქრე თურქები ხომ არ არიანო-თქო," - ამბობს "კურიერთან" შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომელი.

მათივე ინფორმაციით, უცხოენოვანი თანამშრომლებიც ჰყავდათ და ხშირად ახალი ჯგუფი მოდიოდა ტერიტორიაზე

"უკანა გასასვლელით სარგებლობენ როგორც წესი, ამიტომ, ვერ ვხვდებით ამ ხალხს. ერთი პერიოდი ინგლისურში ამზადებდნენ, რაღაც ასეთი ჯგუფი იყო, იცვლებიან ხშირად, ხშირად ქირავდება ქვედა ოფისი," - განაცხადა შენობაში დასაქმებული კიდევ ერთი ორგანიზაციის თანამშრომელმა.

წყარო: rustavi2.ge



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე