"უკარგესი ადამიანი მოკლეს მანქანის გაჩერების გამო" - ცნობილია ისანში მოკლული მამაკაცის ვინაობა

"უკარგესი ადამიანი მოკლეს მანქანის გაჩერების გამო" - ცნობილია ისანში მოკლული მამაკაცის ვინაობა

03-07-2025 14:37
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1221

ისან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა.

ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­საც. ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვე­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი პარ­კინ­გის ად­გი­ლის გამო მოხ­და და მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. მოკ­ლუ­ლი 44 წლის მი­ში­კო მა­ძღა­რაშ­ვი­ლია. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

"დიდი ტრა­გე­დია მოხ­და. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ი­მე­ტა იმ უნა­მუ­სომ. პარ­კინ­გის გამო მოკ­ლა ადა­მი­ა­ნი, მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის გამო. თან რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს. მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა. გუ­შინ­წინ და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და მი­ში­კოს, 44 წლის გახ­და" - გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე