უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 84

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 185 ჯარისკაცი და 20 სამოქალაქო პირი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსული ტყვეობიდან სამშობლოში ვაბრუნებთ ჩვენს 185 დამცველს. მათ შორის, 183 რიგითი და სერჟანტია, 2 კი ოფიცერი. დამცველებთან ერთად სამშობლოში ჩვენი 20 მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დაბრუნებული სამხედროების უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში აღნიშნეს, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო და სამოქალაქო პირი გადასცა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე