უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 390 ადამიანი დაიბრუნა მათ შორის 120 სამოქალაქო პირია

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 390 ადამიანი დაიბრუნა მათ შორის 120 სამოქალაქო პირია

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 186

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 390 ადამიანი დაიბრუნა, ეს დიდი გაცვლის პირველი ნაწილია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

“რეალიზებულია 1000 1000-ზე გაცვლის შეთანხმების პირველი ნაწილი. ეს შეთანხმება თურქეთში შეხვედრის დროს იქნა მიღწეული, და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს - 390 ადამიანი. შაბათი და კვირა - ველით გაცვლის გაგრძელებას”,-წერს ზელენსკი.

ომის ტყვეთა მოპყრობის საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლებულია 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე