უკრაინამ სანქციები დაუწესა თავის 7 მოქალაქეს, მათ შორის ოლექსი არესტოვიჩს

უკრაინამ სანქციები დაუწესა თავის 7 მოქალაქეს, მათ შორის ოლექსი არესტოვიჩს

02-05-2025 14:04
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 141

უკრაინამ სანქციები დაუწესა თავის შვიდ მოქალაქეს, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველს, ოლექსი არესტოვიჩს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 1 მაისს მოაწერა.

ზელენსკის განცხადებით, ამ პირებმა თავიანთი ბედი დაუკავშირეს რუსეთის ინტერესების შესაბამის პროპაგანდას, ომს ამართლებენ და უკრაინის საზიანოდ აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ახორციელებენ.

სანქცირებულ უკრაინელებს შორის არიან ბლოგერი მიროსლავ ოლეშკოც და პოლიტოლოგი კონსტანტინ ბონდარენკო, რომელმაც ზელენსკის შესახებ დაწერა წიგნი „ჯოკერი“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე