,,უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს'' - ვლადიმერ ზელენსკი

,,უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს'' - ვლადიმერ ზელენსკი

14 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

ზელენსკიმ უარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს სამდღიანი ზავის შესახებ და დაჟინებით მოითხოვს 30-დღიან ზავს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ამ წინადადებას თეატრალური წარმოდგენა უწოდა, რომელიც რუსეთის იზოლაციიდან გამოსვლის ატმოსფეროს შექმნას ისახავს მიზნად და დასძინა, რომ უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების გარანტია მისცეს. მისი თქმით, 30-დღიანი ზავის მოდელი ყველაზე ოპტიმალურია, რადგან რამდენიმე დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია.

"უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. 30 დღე ვცადოთ. რატომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა? რადგან სამ, ხუთ, შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია.

თამაშისთვის იმისათვის, რომ პუტინს 9 მაისს იზოლაციიდან გამოსვლის რბილი ატმოსფერო მივცეთ და ყველამ თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ იგრძნოს. პუტინს ამაში ვერ დაეხმარებიან ის ლიდერები, მეგობრები ან პარტნიორები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით 9 მაისს კრემლის მოედანზე მივლენ. ... 7-მდე მოგკლავენ, შემდეგ 7-ში ორი-სამი დღით კომფორტულად მოეწყობიან და შემდეგ 11-ში ისევ რაკეტებით დაგვესხებიან თავს. უბრალოდ, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. უკრაინას არ შეუძლია 9 მაისს მოსკოვში მსოფლიო ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს."-  განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოსტი ნახა: 351


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე