უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - რუსებმა კიევს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
„მტერი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და სახლებზე მიზანმიმართულ იერიშებს ახორციელებს. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა.
კალაშნიკის ინფორმაციით, კიევის ოლქის ქალაქ ვიშგოროდში მრავალსართულიანი შენობა, ხოლო ბორისპოლის რაიონში საწარმოო ობიექტი და ორი ავტომობილი დაზიანდა.