უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გასამართად სტამბოლში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გასამართად სტამბოლში ჩავიდა

02-06-2025 12:00
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 326

უკრაინის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გასამართად სტამბოლში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა. შეხვედრა დღეს შუადღისთვისაა დაგეგმილი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ მედიასთან საუბარში.

უკრაინის დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და სხვები.

დაგეგმილ შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლოესი მომავლის ამოცანები და უკრაინის პოზიციები განსაზღვრა. პირველ რიგში, საუბარია სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე, ტყვეების გათავისუფლებაზე, მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების გარანტირებისთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე