უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დადასტურებულია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტს ბახმუტის რაიონში, რომელიც დროებით ოკუპირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება.
მათივე ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის საოკუპაციო ძალების შესაძლებლობა, კონტროლი განახორციელოს პოკროვსკის მიმართულებით.