უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება 95 ფიზიკური და 70 იურიდიული პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, დასანქცირებული პირების უმეტესობა რუსეთის მოქალაქე და რეზიდენტია.

23 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 71

სანქციები დაეკისრათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტების მომსახურებასთან და მის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობასთან.

კერძოდ, საუბარია საწარმოებსა და მათ ხელმძღვანელებზე, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან პროდუქტებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის კომუნიკაციების, ელექტრონული ომისა და მიკროელექტრონიკის სფეროებში.

გარდა ამისა, შეზღუდვები დაწესდა ქიმიური, სამთო და მეტალურგიული მრეწველობის სამრეწველო საწარმოების, ასევე რუსეთის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის წინააღმდეგ.

„დაწესებული შეზღუდვები მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომსახურების გართულებას და მისი შესაძლებლობების შეზღუდვას, აწარმოოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რომელიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში“, - ნათქვამია განკარგულებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, უკრაინა გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას სანქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესაბამის იურისდიქციებში სინქრონიზაციის მიზნით. დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა გაითვალისწინონ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტის შემუშავებისას, რომელიც ამჟამად მზადდება.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო „დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს“.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - ინფორმაციას The New York Times-ი ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე