რუსებმა დნიპროს დაარტყეს, დაშავდა 14 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.
„რუსებმა ოლქს დრონებით შეუტიეს. 15 დრონი განადგურდა, თუმცა ტერორით გამოწვეული შედეგებიც არის“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადისლავ გაივანანკომ.
ასევე, რუსების იერიშების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის ვასილკივსკასა და ზაიცევსკას თემებში ორი ადამიანი დაშავდა.