უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა მათ შორის 6 ბავშვია

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა მათ შორის 6 ბავშვია

04-04-2025 22:19
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 405

რუსეთის მიერ კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. 50-ზე მეტი კი დაშავდა.

ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანა.

„რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს საცხოვრებელი უბნის ცენტრს. ამ დროისთვის უკვე 14 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებულია“, – განაცხადა ალექსანდრ ვილკულმა.

ადგილობრივი ტელეგრამის არხების ცნობით, სავარაუდოდ, რაკეტა ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ კვების ობიექტთან ახლოს აფეთქდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე