უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება

უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება

05-05-2025 14:46
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1008

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება, ცვლილება კი 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულებს შეეხებათ.

„უმაღლესი განათლების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს.

როგორც საკითხის მომხსენებელმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს სასწავლებლებს სილაბუსების მოსამზადებლად ორ თვეზე მეტი ექნებათ.

„საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ შედის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს საბაკალავრო საფეხურზე ყველა ქართულენოვან სექტორზე, ყველა უმაღლეს სასწავლებელში საქართველოში, ქართული ენის სავალდებულო წესით სწავლების შემოღებას.

[კანონპროექტში] გვაქვს რამდენიმე დათქმა: 1. ეს საკითხი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში 2025 წლის პირველი აგვისტოს შემდეგ. 1-ელ აგვისტომდე ჩარიცხულებზე ეს არ გავრცელდება, ანუ წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხულებიდან დაიწყება ამ სისტემის დანერგვა და 2. ძალაში გვინდა რომ შევიდეს პირველ სექტემბერს.

ვფიქრობთ, რომ 2 თვეზე მეტი საკმარისია იმისთვის, რომ განათლების სამინისტრომ ამ სპეციალური კურსის გავლის წესი დაამტკიცოს, რითაც შემდეგში იხელმძღვანელებენ უმაღლესი სასწავლებლები და ისინი შესაბამის სილაბუსებს მოამზადებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამაში მოხდეს მისი ასახვა. ასევე, რა თქმა უნდა, იზრუნებენ იმაზე, რომ შესაბამისი პედაგოგების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნას ამ სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით.

აღნიშნული ცვლილებები ასევე ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზური ენის სწავლებას. ამით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ძალიან ღირებულია ჩვენთვის აფხაზური ენა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე