ურსულა ფონ დერ ლაიენი - კიევზე თავდასხმით, რომელმაც ჩვენი ოფისიც დააზიანა, აღშფოთებული ვარ - მალე სანქციების მორიგ, მე-19 პაკეტს წარვადგენთ!

ურსულა ფონ დერ ლაიენი - კიევზე თავდასხმით, რომელმაც ჩვენი ოფისიც დააზიანა, აღშფოთებული ვარ - მალე სანქციების მორიგ, მე-19 პაკეტს წარვადგენთ!

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 129

ევროკავშირი მალე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„კიევზე თავდასხმით, რომელმაც ასევე ჩვენი ოფისი დააზიანა, აღშფოთებული ვარ. ახლახან ელჩის მოადგილეს ვესაუბრე და მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. თავდასხმა ჩვენი დიპლომატიური მისიიდან ძალიან ახლოს მოხდა. ეს კიდევ ერთი მტკივნეული შეხსენებაა იმისა, თუ რა დევს სასწორზე“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „სწორედ ამიტომ, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აგრძელებს“.

„ეს ჩვენი სანქციების რეჟიმის გამკაცრებას ნიშნავს. მალე სანქციების მორიგ, მე-19 პაკეტს წარვადგენთ. ამასთან, ჩვენ გაყინულ რუსულ აქტივებზე მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ისინი უკრაინის თავდაცვასა და აღდგენას მოხმარდეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე