„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაცია, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას ხვდება.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 28

„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას ხვდება.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური სპექტრიდან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელო-ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული კავშირი დაინტერესებულია საქართველოში კრიზისის დადებითად გადაწყვეტით, ანტიდემოკრატიული ვითარების შეცვლით და ისეთი ტიპის ვითარების მიღწევით, რომელშიც ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები დაცულია. შესაბამისად, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ქმნიან პოლიტიკას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, დიდი შანსია, რომ პროტესტის ხმა გავაგონოთ“, - განაცხადა გეგელიამ.

„ოპოზიციური ალიანსის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.

„შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. მე როგორც ალიანსის წარმომადგენელი საუბარს ვაპირებ იმაზე, რა არის ალიანსის გეგმები, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და როგორ ვხედავთ აქედან გამოსავალს... ვფიქრობ, მთავარი ამბავი არის მოქალაქეების მობილიზაცია და მათი დარწმუნება იმაში, რომ ამ რეჟიმს მხოლოდ ადამიანების დიდი რაოდენობა დაამარცხებს. თუ ყველა ერთ მუშტად დავდგებით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრები: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაცია ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს შეხვდა.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის ინფორმაციით, წალკაში, სადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა და 1-თვიანი კარანტინი გამოცხადდა, 2000 მსხვილფეხა ჩლიქოსანი აიცრა, 18 წვრილფეხა, 185 ძაღლი და 75 კატა, 5 ღორი, 4 სახედარი. „ცოფი 6 აპრილს დადასტურდა. მელადან გადავიდა ძაღლებზე. ამის შემდეგ, ჩვენს მიერ ინფორმირებული იყო ქალაქის მოსახლეობა და 8 აპრილს გამოცხადდა 1-თვიანი კარანტინი, 8 მაისამდე.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე