ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

04-06-2025 15:30
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 917

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო 900 ანკერი და ფოლადის ბადე, რაც გრუნტის დაცურების საწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს. ტერიტორიაზე აშენდა 70 გრძივი მეტრი ხიმინჯოვანი რკინაბეტონის კედელი და მოეწყო სადრენაჟე სისტემაც.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე გავამაგრეთ ფერდი, რომელიც იყო მეწყერსაშიში, გარკვეულწილად დაძრული იყო და პრობლემას წარმოადგენდა ავტომობილებისთვის. საკმაოდ დატვირთული გზაა, ბევრი ავტომობილი გადაადგილდება დღის განმავლობაში. დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება – გამაგრების სამუშაოები. 900-მდე ანკერი გაკეთდა, ასევე მოეწყო გრუნტის დამჭერი ბეტონის კედლები, ფერდი შესაბამისი ბადით დაიფარა, რომელიც ბუნებრივად გამწვანდება. დღეს უკვე გადაადგილება სრულიად  უსაფრთხოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია – დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა საგზაო მონიშვნები.

პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 800 000 ლარით დაფინანსდა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და პარლამენტის დელეგატი ზურაბ რურუა იმყოფებოდნენ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე