ხომ დაინახეთ, რამდენ ადამიანს უყვარს პატრიარქი და როგორ ეტკინა საქართველოს. რას არ ამბობდნენ საპატრიარქოზე, პატრიარქზე, მაგრამ ხომ დაინახეთ ეს სიყვარული, ამას ხომ მთელი ცხოვრება დამსახურება უნდა, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პატრიარქი არის მთელი ეპოქა.
„დარწმუნებული ვარ, ის ადამიანებიც კი, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც იგრძნობდნენ. არ შეიძლება, არ ეგრძნოთ. პატრიარქი არის მთელი ეპოქა. იცით, ეს ეპოქა როგორი იყო. არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე, მხრებზე და ღირსეულად აიტანა. ვფიქრობ, კიდევ თუ უყვარდათ ვინმე ასე-მეთქი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.