ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

13 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.

დაკავებულისთვის პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორ ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

მისივე განმარტებით, დანაშაულის ჩადენისთვის მკაცრი სასჯელია მოსალოდნელი, რის გამოც, ბრალდებულმა შესაძლოა, გამოძიებას თავი აარიდოს და მიიმალოს.

ნიშნიანიძის თქმითვე, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სხვადასხვა პირების დახმარებით არა მხოლოდ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ქალაქიდან წავიდა.

პროკურორის თქმით, დაკავებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

ადვოკატ ანა ჟღენტის განმარტებით, დაკავებულს უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით იყო გამოკითხვაზე და მას ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.

მისივე თქმით, საქმეში დარღვევებია.

ჟღენტის თქმით, გოგიძე დუმილის უფლებას იყენებს და მისი ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება იყო.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულს 5 ადამიანი ურტყამდა და ამცირებდა.

ადვოკატის თქმით, გირაოს ოდენობის გამოყენების გადაწყვეტილებას სასამართლოს მიანდობდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შემთხვევა 21 დეკემბერს, თბილისში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 4 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 147


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!