ვაშინგტონის სასამართლომ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულება ყველა ფედერალური გრანტისა და სხვა სახელმწიფო დახმარების გაყინვის შესახებ

ვაშინგტონის სასამართლომ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულება ყველა ფედერალური გრანტისა და სხვა სახელმწიფო დახმარების გაყინვის შესახებ

29-01-2025 15:47
კატეგორიები: მსოფლიო

ვაშინგტონის სასამართლომ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულება ყველა ფედერალური გრანტისა და სხვა სახელმწიფო დახმარების გაყინვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლორენ ალიხანმა მიიღო. მან დააკმაყოფილა რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციის, მცირე ბიზნესის მფლობელებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების ერთობლივი სარჩელი.

მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ თეთრი სახლის განკარგულებას გამოუსწორებელი ზიანის რისკი ახლავს თან.

„მთავრობამ არ იცის იმ პროგრამების სრული მოცულობა, რომლებიც გაყინვას დაექვემდებარება“, – აღნიშნა მოსამართლემ.

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილება, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება საუნივერსიტეტო გრანტებს, მცირე ბიზნესის სესხებს, გარემოს დაცვის პროექტებს, გენდერული მრავალფეროვნების მხარდაჭერას.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ყველა ფედერალური დახმარების პროგრამის შეჩერება საჭიროა, რათა შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ეს პროგრამები ტრამპის პოლიტიკის პრიორიტეტებს.

ამ საკითხზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს დაინიშნა. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია, შეაჩეროს გადახდები სახელმწიფო დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც უკვე დამტკიცებულია აშშ-ის კონგრესის მიერ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 25 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომელიც 90 დღით აჩერებს ყველა საგარეო დახმარების პროგრამას.

პოსტი ნახა: 157


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!