ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვენესუელას მთავრობის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოცზე მერი ვენესუელელი ოფიცერი დაიღუპა.
მანამდე, კუბის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 32 კუბელი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა, რის გამოც ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.