ფრანგულ გაზეთ „პარი მატჩში“ (Paris Match) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მდიდრული საათები და ანგარიში შვეიცარიის ბანკში: რა აქტივების მფლობელია ვოლოდიმირ ზელენსკი?“ (ავტორი - მარტენ ლაგრავი). „უკრაინა რუსეთს უმკლავდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად კორუმპირებულ ქვეყნადაც არის ცნობილი. პოლიტიკოსები ყველაფერს გამდიდრებისათვის იყენებენ. ცოლ-ქმარი ზელენსკები საკმაოდ დიდი ქონების პატრონები არიან, თუმცა მათი სიმდიდრე უკრაინის პოლიტიკური ელიტის სხვა წარმომადგენლების - პეტრო პოროშენკოსა და ვიტალი კლიჩკოს - ქონების ფონზე საკმაოდ ფერმკრთალდება“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ცნობილმა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობენ, ან პარლამენტის წევრები არიან, თავიანთი ქონების ოფიციალური დეკლარირება მოახდინეს.
სამწუხაროდ, უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მეტად კორუმპირებულ ქვეყნად არის მიჩნეული, სადაც პოლიტიკოსები უკანონოდ მდიდრდებოდნენ. 2014 წლის მაიდნის შემდეგ მიღებული იქნა რიგი ზომევი საზოგადოებრივი ცხოვრების მეტი გამჭვირვალობის მიზნით - შემოღებული იქნა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების წარდგენის სავალდებულო წესი სახელმწიფო სამსახურში მყოფი ჩინოვნიკების მხრიდან.
ცოლ-ქმარ ზელენსკების ქონება
საინტერესოა, რა სიმდიდრეს ფლობს უკრაინის მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი? იმ დეკლარაციის თანახმად, რომელიც გაზეთ The Kyiv Independent-შია გამოქვეყნებული, 45 წლის პრეზიდენტს შენარჩუნებული აქვს თავისი აქტივების დიდი ნაწილი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე ჰქონდა. მათ შორისაა რამდენიმე ელიტური საათი („ბრეგეტი“, „როლექსი“ და ა.შ.), რომლებიც მას 2019 წლის დეკლარაციაშიც მოხსენიებული ჰქონდა, აგრეთვე თავისი წილი 76 კომერციულ ბრენდში, დაკავშირებული საპროდიუსერო კომპანია „კვარტალ-95“-თან, რომელმაც მას, როგორც მსახიობს და კომედიანტს, პოპულარობა მოუტანა. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ვოლოდიმირ ზელენსკი აღარ ფლობს იმ ზოგიერთ ობიექტს, რომლებიც მას პრეზიდენტობამდე ეკუთვნოდა. მაგალითად, ეს ეხება კიევთან ახლოს არსებულ სახლს, იტალიაში მდებარე ვილას და რიგ არასაცხოვრებელ სათავსოებს. ამასთან, მის საკუთრებაში რჩება კიევში არსებული საცხოვრებელი ბინა 132 კვადრატული მეტრის ფართობით, ორი ავტოსადგომი, წილები სხვადასხვა ბინებში, რომლებსაც იგი პარტნიორებთან ერთად ფლობს. მას გაქირავებული აქვს დიდ ბრიტანეთში არსებული ბინა (92 კვ.მეტრი).
ცოლ-ქმარ ვოლოდიმირ და ელენა ზელენსკების საერთო წლიურმა შემოსავალმა 2024 წელს 330 ათას ევროს მიაღწია, რომლის ძირითადი წყაროებია სახელმწიფო ობლიგაციები, ბინის გაქირავების შედეგად მიღებული თანხა, საპრეზიდენტო ხელფასი (წელიწადში 7 ათასზე მეტი ევრო).