ვილნიუსის აეროპორტი, ბელარუსიდან საჰაერო ბუშტების შეფრენის გამო, კიდევ ერთხელ დაიხურა

ვილნიუსის აეროპორტი, ბელარუსიდან საჰაერო ბუშტების შეფრენის გამო, კიდევ ერთხელ დაიხურა

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 190

ვილნიუსის აეროპორტი, ბელარუსიდან შეფრენილი კონტრაბანდის გადამტანი სამი მეტეოროლოგიური ბუშტის გამო, კვლავ დაიხურა.

მედიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის საღამოს, ვილნიუსის აეროპორტი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაიხურა, რამაც 20 რეისსა და დაახლოებით 2 000 მგზავრზე იმოქმედა.

ეს იყო აეროპორტის ფუნქციონირების პირველი იძულებითი შეწყვეტა ამ კვირაში - წინა ამინდის ბუშტების დარტყმები გასულ შაბათ-კვირას დაფიქსირდა და ბოლო კვირის განმავლობაში სულ ოთხი ასეთი ინციდენტი მოხდა.

სასაზღვრო დაცვის ცნობით, ამ ამინდის ბუშტებიდან ორი საღამოს 9-დან 10 საათამდე ვარენას სასაზღვრო რაიონში იპოვეს, ერთი კი - ვილნიუსში.

ცნობისთვის, ბოლო კვირის განმავლობაში კონტრაბანდის გადამტანი ბუშტების დაფიქსირების გამო, ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა ოთხჯერ შეაჩერა



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე