ვიქტორ ორბანი კობახიძეს - საქართველოს მთავრობა არის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს

ვიქტორ ორბანი კობახიძეს - საქართველოს მთავრობა არის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს

11-06-2025 19:57
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 300

საქართველოსი შურს ყველას, ჩვენც გვშურს თქვენი - 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა, ამასთანავე, კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია, - ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევების გაზიარებას უნგრეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად გვჭირდება, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ევროპულ დელეგაციას - საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. საქართველოს მიღწევების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შედეგები არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. ეს, ალბათ, არ იყო იოლი. ჩვენც, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი, ასეთი შედეგი გვქონოდა. 2022 წელს, როდესაც გლობალური „მეინსტრიმ ლიბერალები" ცდილობდნენ, ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორც ახლაა, რა იქნებოდა. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს, ბრუსელს. საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ეს ემოცია არის ჩვენთვის საერთო. ჩვენც გვინდა მსგავსი ეკონომიკური ზრდა, დრო მოვა და ჩვენც გვექნება", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი საქართველოსთან ერთად არაერთ პროექტს განახორციელებს, რადგან საქართველოს ეკონომიკა პოზიტიურად ვითარდება

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი" არის საქართველოში საავიაციო ბაზრის ლიდერი 28 მიმართულებით დაფრინავს საქართველოს ჰაბიდან, მოხსნა ყველა რეკორდი და პირველად ისტორიაში, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა მისმა მაჩვენებელმა.

„ჩვენ ასევე გავზარდეთ ტვირთბრუნვა და ვაჭრობა საქართველოსთან. ფარმაციული პროდუქცია საქართველოში ჩვენგან გადის ექსპორტით. ჩვენ თანამშრომლობას ვავითარებთ ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ გაგვაჩნია ერთობლივი კომიტეტები და არის 5 ქვეყნისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რის შედეგადაც ხუთივე ქვეყანა ცდილობს, რომ მწვანე ელექტროენერგია, რომელიც კავკასიაში იწარმოება, შემოვიდეს უნგრეთში და ჩვენგან შევიდეს ევროკავშირში. ამ პროექტის ფარგლებში ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობის ენერგეტიკა კიდევ უფრო გავზარდოთ, განვავითაროთ. უკრაინელებმა გადაკეტეს ყველა არხი ენერგეტიკის მიწოდებისა ევროკავშირის მიმართ, ამ პირობებში, ეს ჩვენი ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი მარშრუტი იქნება ეკონომიკური საქმიანობისთვის ძალიან ძლიერი. მსგავსი გადაწყვეტილებები მომავალშიც გვექნება ქართველ მეგობრებთან ერთად. არაერთ პროექტს განვახორციელებთ იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად პოზიტიურად ვითარდება", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე