ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს - არა, არა და არა

ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს - არა, არა და არა

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 95

დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, არ გვინდა, რომ მათ ომში ჩავერთოთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ომამდეც კი დანგრეული ქვეყანა იყო და ომის დროს კიდევ უფრო განადგურდა.

„მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა, მათ ფული სჭირდებათ, სხვისი ფული. სწორედ ამიტომ სურთ ევროკავშირში ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ შესვლა“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთს არ სურს, მისი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით უკრაინელებთან მივიდეს.

„მათ არ აინტერესებთ ის, რომ ომს შემოიტანენ. არ აინტერესებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან. არ აინტერესებთ, რომ ჩვენ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით. მაგრამ ჩვენ, უნგრელებს, გვაინტერესებს. არ გვინდა, რომ მათ ომში ჩავერთოთ. არ გვინდა, რომ მათ ჩვენი ფერმერები გაანადგურონ, არ გვინდა, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაფიის ბუდედ აქციონ და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს. არა, არა და არა“, - აღნიშნა ორბანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე