უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარა ბუდაპეშტის მიმართ უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ზელენსკი ღიად დაემუქრა უნგრეთს. აღიარა, რომ ისინი „დრუჟბას“ ნავთობსადენს ბომბავენ, რადგან ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მათ ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან გამომდინარეობს, რომ უნგრელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ზელენსკის სიტყვებს ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, 24 აგვისტოს ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.