ვიქტორ ორბანი - ბრიუსელელები უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის შეურაცხყოფით, რუსულ აქტივებს ისაკუთრებენ - ეს ომის გამოცხადებაა

ვიქტორ ორბანი - ბრიუსელელები უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის შეურაცხყოფით, რუსულ აქტივებს ისაკუთრებენ - ეს ომის გამოცხადებაა

6 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 245

უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დღის სინათლეზე შეურაცხყოფით, ბრიუსელელები რუსულ აქტივებს ისაკუთრებენ - ეს ომის გამოცხადებაა. გაყინული რუსული აქტივების შეხება, მისი მითვისება ომის გამოცხადებაა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„არასდროს მინახავს ქვეყნისთვის 200-300 მილიარდი ევროს ჩამორთმევა და ამას რაიმე სახის რეაგირება არ გამოეწვია. ასეთი რამ არ არსებობს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.

მისი თქმით, სამ გერმანელს ევროკავშირი ჩიხში შეჰყავთ და ესენი არიან: კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის თავმჯდომარე მანფრედ ვებერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მათი აზროვნება ასეთია: ან არის რუსული ფული, ან არა. ან ომი მთავრდება, ან არა და თუ არ მთავრდება, მაშინ მეტი ფული იქნება საჭირო. არსებობს რუსული ფული და არსებობს მეორე ვარიანტი - წევრი სახელმწიფოებისგან ფულის შეგროვება. კომისიის პრეზიდენტი 27 წევრ სახელმწიფოს 135 მილიარდ ევროს სთხოვს. შესანიშნავი შეთავაზებაა, მაგრამ ჩვენ სიამოვნებით დავუთმობთ ამ შესანიშნავ შესაძლებლობას სხვებს“, - აღნიშნა ორბანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე