ვიქტორ ორბანის განცხადებით იწყებს ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ

ვიქტორ ორბანის განცხადებით იწყებს ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ

9 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 219

„რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში ბრიუსელის საომარი გეგმა წარადგინეს: ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან და რუსეთი იფიტება. არ გვითხრეს, რა დაჯდება ეს ან რამდენ ხანს გაგრძელდება“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ დანიაში განაცხადეს, რომ უნგრეთს ეს არ სურს.

„დანიაში ნათლად განვაცხადე: ჩვენ ეს არ გვინდა. მას შემდეგ მათ უნგრეთის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. არსენალი ფართოა: ჯაშუშობის ბრალდებები, ყალბი ამბების სკანდალები და იურიდიული მანიპულაციები. არ შეიძლება უმოქმედოდ ვიყოთ! კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ორბანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე