ვის ეზრდება ამ თვიდან შემოსავალი საქართველოში – ხელფასები, პენსია, დახმარება, კომპენსაცია

ვის ეზრდება ამ თვიდან შემოსავალი საქართველოში – ხელფასები, პენსია, დახმარება, კომპენსაცია

10-03-2023 05:51
კატეგორიები: ეკონომიკა ეკონომიკა

2022 წლიდან სახელმწიფო გასაცემლები ასაკობრივი პენსიის, შშმ პირთა პენსიისა და საჯარო მოხელეების ხელფასი იმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ადასტურებს.

“პრაიმტაიმის” ამ სტატიაში ნახავთ, ვის და რამდენით ემატება პენსია და შრომის ანაზღაურება.

ასაკობრივი პენსია 

ასაკით პენსიონერებისთვის პენსია მომავალი წლიდან იზრდება. 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, მომავალ წელს, 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება.

ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს, რომლებსაც ე.წ. მაღალი მთის სტატუსი აქვს, დამატებითი ფულადი დანამატით ისარგებლებენ.

“მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 312 ლარი იქნება, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის – 360 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შშმ პირთა პენსია 

შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური ფულადი გასაცემელი იზრდება – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება.

“საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შშმ პირთა მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამა 12 მილიონი ლარით იზრდება, რაც ამ პროგრამის ზრდის ისტორიული მაქსიმუმია და 52,1 მლნ ლარს შეადგენს.

ხელფასი

2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას და ისაუბრა.

„ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, შედეგად მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: 2013-2014 წლებში, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ზე მეტი იყო. 2014 წლის შემდგომ, კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას.

შედეგად, 2020 წლის მდგომარეობით საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 80%-ზე დაბალია. თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულ 75 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

პოსტი ნახა: 307


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!