ვლადიმერ პუტინი - პოლიტიკური სტაბილურობა დღეს რუსეთისთვის სამმაგად მნიშვნელოვანია

ვლადიმერ პუტინი - პოლიტიკური სტაბილურობა დღეს რუსეთისთვის სამმაგად მნიშვნელოვანია

26-09-2025 13:09
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 405

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამჟამინდელ ვითარებაში რუსეთს განსაკუთრებით სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა.

„ხალხი ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყოველთვის რუსეთისთვის და დღევანდელ პირობებში ორმაგად, სამმაგად მნიშვნელოვანია: რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ჩვენი პოლიტიკური სისტემის მდგრადობა და შიდა პოლიტიკური სიტუაცია“, - განაცხადა პუტინმა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ელა პამფილოვასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა, რომელსაც ამომრჩევლებიც უზრუნველყოფენ, რუსეთის წარმატების საფუძველია ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.

„დიდი მადლობა იმ ადამიანებს [ამომრჩევლებს], რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ და გამოვიდნენ [გუბერნატორის არჩევნებზე], რითაც შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. დღევანდელ პირობებში ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პუტინმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე