ვლადიმერ პუტინი - უკრაინის ძალებმა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძეგლები გაანადგურეს, რაც მათ საზარელ ნეონაცისტურ ბუნებას აჩვენებს - იდიოტების შეჯიბრშიც კი მეორე ადგილს დაიკავებდნენ

ვლადიმერ პუტინი - უკრაინის ძალებმა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძეგლები გაანადგურეს, რაც მათ საზარელ ნეონაცისტურ ბუნებას აჩვენებს - იდიოტების შეჯიბრშიც კი მეორე ადგილს დაიკავებდნენ

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 39

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ, ალექსანდრ ხინშტეინსა და მოხალისეებს შეხვდა.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში მშენებარე კურსკის ატომური ელექტროსადგური-2 მოინახულა.

ვლადიმერ პუტინმა მოხალისეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის არმია „რუსეთის საზღვრებისკენ გადაადგილებას ცდილობს“.

„უკრაინის ძალებმა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძეგლები გაანადგურეს, რაც მათ საზარელ ნეონაცისტურ ბუნებას აჩვენებს. ნათელია, თუ ვის წინააღმდეგ იბრძვის რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს. ეს ყველა საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ისინი ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები არიან. ისინი იდიოტების შეჯიბრშიც კი მეორე ადგილს დაიკავებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ იდიოტები არიან“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქში ვიზიტისას.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე