ვლადიმერ პუტინმა საშემოდგომო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა - სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ

ვლადიმერ პუტინმა საშემოდგომო გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა - სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ

31-03-2025 19:58
კატეგორიები: მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში 160 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2025 წლის 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც რეზერვში არ არიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან, 160 000 ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ცნობისთვის, რუსეთში 2024 წელს საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში 150 000, ხოლო შემოდგომაზე 133 000 მოქალაქე გაიწვიეს.

პოსტი ნახა: 398


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე