ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს

27-09-2025 17:47
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 363

ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელმა დაპირებული Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინას უკვე გადასცა და ის ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენება.

„ისრაელის სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა რაც მოქმედებს. უკვე ერთი თვეა მუშაობს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, შემოდგომაზე უკრაინა გერმანიიდან Patriot-ის ორ სისტემას მიიღებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე