ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი აგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი აგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 166

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კვლავ ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პუტინს არ ესმის და არ სცემს პატივს არაფერს, რაც ძალით არ არის გამყარებული.

„ეს საკმაოდ ხანგრძლივი ომია, რომელიც უნდა შეჩერდეს ზეწოლით. ზეწოლა საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია ევროპელებთან ურთიერთობის მხრივ. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ამ დრომდე აგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას. ეს უსამართლობაა. ამიტომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსეთისგან ნებისმიერი ენერგორესურსის შეძენაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე. ზელენსკის თქმით, „პუტინი ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე დებს ფსონს, თუმცა თეთრ სახლს უდიდესი ძალაუფლება აქვს“.

„ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი ამას იზამს, ზეწოლას მოახდენს პუტინზე. ეს არის ერთადერთი გზა მკვლელის შესაჩერებლად. მას უნდა წავართვათ იარაღი, ენერგეტიკა – ეს არის მისი იარაღი“, – განაცხადა ზელენსკიმ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე