ზელენსკი - მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს

ზელენსკი - მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 123

პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია - მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დღეს „მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე რეალური პროგრესის მიღწევისა და უკრაინის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ბევრი სატელეფონო ზარი და კონტაქტია დაგეგმილი“.

„საუბარი დაგეგმილია გერმანიის კანცლერ მერცთან, ასევე, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან. ასევე კომუნიკაცია შედგება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე. გუშინ, პრეზიდენტ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ჩვენი ერთობლივი საუბრის შემდეგ, მე ცალკე ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან რუტესა და ფინეთის პრეზიდენტ სტუბს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „საკუთარი აგრესიის დასასრულებლად რეალური ნაბიჯები რუსეთმა თავად უნდა გადადგას“.

„მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი დეტალების განხილვა მოხდეს. პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია. პირველი - მკვლელობები უნდა შეწყდეს და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს. მეორე - ლიდერების ფორმატი, რათა ასეთმა შეხვედრამ ნამდვილად ხანგრძლივი მშვიდობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატის დრო და განსახილველი საკითხები განისაზღვროს. მესამე - გრძელვადიანი უსაფრთხოება. ეს შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე