ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, აშშ დარჩეს მშვიდობასთან მიახლოების პროცესში ჩართული, რუსეთს სწორედ ამერიკის ეშინია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, აშშ დარჩეს მშვიდობასთან მიახლოების პროცესში ჩართული, რუსეთს სწორედ ამერიკის ეშინია

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 93

რუსეთს ამერიკის ეშინია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად მოკავშირეებთან ერთად განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დეტალებს.

„დიპლომატია უფრო ძლიერია, როცა გაერთიანებულები ვართ. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან გუშინდელი საუბრის დეტალებსა და იდეებს. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა დარჩეს ჩართული მშვიდობასთან მიახლოების პროცესში. სწორედ ამერიკის ეშინია რუსეთს და სწორედ ამერიკის გავლენას შეუძლია, გადაარჩინოს ბევრი სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის ახალი, რიგით მეჩვიდმეტე სანქციების პაკეტის დამტკიცება. ზელენსკის შეფასებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი.

„ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და უნდა იყოს იმდენი სანქცია, რამდენიც საჭიროა რუსეთის მშვიდობით დაინტერესებისთვის, მისი აგრესიისა და ომის გახანგრძლივების სურვილის სრული ფასის შეგრძნებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება“, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე