ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული და არა კიდევ ერთი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული და არა კიდევ ერთი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 124

ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული და არა კიდევ ერთი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან პოზიციები კიდევ უფრო შევაჯერეთ. პოზიციები ნათელია. მკვლელობები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჰაერში. ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე უნდა გათავისუფლდეს და რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები უნდა დაბრუნდნენ. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც აგრესია და ოკუპაცია გრძელდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ სამმხრივი შეხვედრა არ შედგება ან თუ რუსეთი ეცდება, რომ ომის სამართლიანად დასრულებას თავი აარიდოს“.

„სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია. უსაფრთხოება საიმედოდ და ხანგრძლივად გარანტირებული უნდა იყოს, როგორც ევროპის, ისე აშშ-ის მონაწილეობით. ყველა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა განიხილებოდეს, ხოლო არცერთი საკითხი, განსაკუთრებით ტერიტორიული საკითხი, უკრაინის გარეშე არ შეიძლება გადაწყდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე