ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში 18 თებერვალს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში 18 თებერვალს შეხვდება

17-02-2025 19:52
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 879

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორზე, ფაჰრეთინ ალტუნზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა 18 თებერვალს ანკარაში გაიმართება.

„შეხვედრის ფარგლებში თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტის, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების განხილვა მოხდება“, - წერს ალტუნი X-ზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ოთხშაბათს, 19 თებერვალს საუდის არაბეთს ეწვევა, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.

ხვალ, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე