ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 000-მდე დრონი, 980-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 36 რაკეტა გაუშვეს - მოვამზადეთ ახალი ძლიერი შეთანხმებები ევროპასთან, რათა მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ცის დაცვა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 000-მდე დრონი, 980-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 36 რაკეტა გაუშვეს - მოვამზადეთ ახალი ძლიერი შეთანხმებები ევროპასთან, რათა მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ცის დაცვა

16-11-2025 14:18
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 790

რუსებმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ 170-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთაგან სულ მცირე ნახევარი „შაჰედები“ იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ხარკოვში, ოდესისა და დნიპროს რეგიონებში. რეაგირების ჯგუფები ასევე მოქმედებენ სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებში.

„მთელ კვირის განმავლობაში რუსებმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თითქმის 1 000 თავდასხმის დრონი, 980-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 36 რაკეტა გაუშვეს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ყოველ ღამეს საჭიროა მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვაა - საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო ავიაცია, მობილური საცეცხლე ჯგუფები, თავდაცვის დრონები.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან თითოეულ კომპონენტზე უკრაინის დაცვის გასაძლიერებლად. მოვამზადეთ ახალი ძლიერი შეთანხმებები ევროპასთან, რათა მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ცის დაცვა, ჩვენი მდგრადობა და ჩვენი დიპლომატია“, - წერს ზელენსკი.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე