ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს

12 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 209

რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს ესაუბრა და პარტნიორებთან კონტაქტებისა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გუშინდელი სატელეფონო საუბრის დეტალები განიხილა.

„ეჭვგარეშეა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. მაგიდაზე მკაფიო და რეალისტური წინადადებები უნდა იყოს. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ რუსეთი არარეალური პირობების წამოყენებასა და პროგრესისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, მაშინ ამას მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით პარტნიორებთან ერთად მუშაობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე