ვოლოდიმირ ზელენსკი - თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მიხაილ ფედოროვს შევთავაზე.  „თავდაცვის სამინისტროს ფორმატის შეცვლა გადავწყვიტე. თავდაცვის ახალ მინისტრად მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა წარვადგინე. მიხაილი დრონების მიმართულებით ღრმად არის ჩართული, ასევე, სამთავრობო სერვისებისა და პროცესების დიგიტალიზაციის საკითხში შედეგიანად მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

8 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 48

თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მიხაილ ფედოროვს შევთავაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მთავრობის შემადგენლობის ცვლილებების ფარგლებში, ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერსა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, მიხაილ ფედოროვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა.

„თავდაცვის სამინისტროს ფორმატის შეცვლა გადავწყვიტე. თავდაცვის ახალ მინისტრად მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა წარვადგინე. მიხაილი დრონების მიმართულებით ღრმად არის ჩართული, ასევე, სამთავრობო სერვისებისა და პროცესების დიგიტალიზაციის საკითხში შედეგიანად მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, დენის შმიგალს „არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულების“ ხელმძღვანელობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი დანიშნა, ხოლო ბუდანოვის ყოფილი თანამდებობა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ოლეგ ივაშენკომ დაიკავა.

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე