ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა

23-12-2025 16:24
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 600

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციის ანგარიში მოისმინა.

„რუსტემ უმეროვმა და ანდრეი გნატოვმა ამერიკულ გუნდთან შეხვედრების შემდეგ დეტალური მოხსენება წარადგინეს. მათ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან პროდუქტიულად იმუშავეს და რამდენიმე დოკუმენტის პროექტი მომზადდა. კერძოდ, ეს არის დოკუმენტები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების, აღდგენისა და ამ ომის დასრულების ძირითადი ჩარჩოს შესახებ. პუნქტები ისეა ჩამოყალიბებული, რომ ომის ნამდვილად დასრულების ამოცანას და რუსეთის მესამე შემოჭრის თავიდან აცილების აუცილებლობას შეესაბამება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მოლაპარაკებების ყოველი რაუნდი უკრაინის ინტერესების დაცვას ხელს უწყობს.

„მხარდაჭერისა და კოორდინაციისთვის ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ. აშშ-თან დიალოგის გაგრძელებას მოუთმენლად ველით. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური მუშაობა რუსეთზე ზეწოლასთან და უკრაინისთვის აუცილებელ მხარდაჭერასთან ერთად მიმდინარეობდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე