თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დღეს საცხოვრებელ სახლში ცოლთან, მაიკო ბოკერიასთან ერთად დააკავეს. მაიკო ბოკერია სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.
შსს ორივე მათგანს 23 ოქტომბერს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა.