ზურაბ ჩხაიძე - მივმართავ მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს

ზურაბ ჩხაიძე - მივმართავ მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს

17-02-2025 18:34
კატეგორიები: პოლიტიკა

მინდა მივმართო მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია, ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი , - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ბათმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ექიმების სურვილია, სრულად დაექვემდებაროს მათ რეკომენდაციებს, რაც საშუალებას მისცემთ აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი.

“შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია, სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგვცემს საშუალებას, აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი”,- აღნიშნა ჩხაიძემ.

პოსტი ნახა: 210


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!