ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე - ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურს ურსულა ფონ დერ ლაიენს

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე - ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურს ურსულა ფონ დერ ლაიენს

17 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურს ან რას ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი, - განაცხადა ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, ევროკავშირს სჭირდება ორმხრივი ურთიერთობები და არა სხვების მიმართ მუქარა და ზეწოლა.

„ჩვენ როდესაც ნელ-ნელა მივექანებით მესამე მსოფლიო ომისკენ, მოვისმინეთ რვა განცხადება საქართველოში არჩევნებთან და პროტესტთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვუყრით კენჭს ნეთანიაჰუს დაგმობის რეზოლუციას, რომელიც ხოცავს პალესტინელებს. ჩვენ დროს ვფლანგავთ. რისი აღიარებაც ჩვენ არ გვინდა, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურს ურსულა ფონ დერ ლაიენს ან ამბობს. ევროპის მასშტაბით სტუდენტები გამოდიან ქუჩებში და ითხოვენ მეტ უფლებებს, ახალგაზრდობა გამოდის ქუჩებში და ითხოვს პალესტინელების უფლებებს. ევროკავშირი ფოკუსირებულია საქართველოზე, სადაც ახლახან აირჩიეს მთავრობა და იქ ახალისებენ სხვა ინტერესებს, მათ, ვინც უფრო მეტად ნატო-ზე ზრუნავს. ჩვენ გვჭირდება ორმხრივი ურთიერთობები, ვიდრე სხვების მიმართ მუქარა და ზეწოლა“, – განაცხადა დელა ვალემ.

პოსტი ნახა: 114


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!