ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

26-04-2025 14:56
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 978

მხატვარი და მოქანდაკე, ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართა. ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა.

ზურაბ წერეთელი მოსკოვიდან თბილისში 23 აპრილს ჩამოასვენეს. ის 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, ზურაბ წერეთელს 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს "ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე