ზვიად გაბისონიამ ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

ზვიად გაბისონიამ ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

04-09-2025 17:44
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 809

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა – აზიის განვითარების ბანკის (ABD), იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA), ტოკიოს გაეროს უნივერსიტეტის (UNU-IAS), ტოკიოს სამეცნიერო ინსტიტუტის და სენდაის ტოჰოგუს უნივერსიტეტის (Tohoku University) ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის განათლების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე და აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს განათლების სისტემაში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა.

ზვიად გაბისონიამ იაპონურ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავის მხრივ, მასპინძელმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს აზიის განვითარების ბანკის (ABD), განათლების და სოციალური მიმართულების მმართველმა დირექტორმა აიაკო ინაგაკიმ, განათლების, ადამიანური და სოციალური განვითარების დირექტორმა შანტი ჯაგანატანმა, აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის (ADBI) დირექტორმა ბიუგსიკ ჯუნგმა; იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA) უმაღლესი განათლების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე უედა დაისუკემ; ტოკიოს გაეროს უნივერსიტეტის (UNU-IAS) დირექტორმა, პროფესორმა შინობუ იუმე იამაგუჩიმ; ტოკიოს სამეცნიერო ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორ იუნ-იჩი ტაკაგამ და სენდაის ტოჰოკუს უნივერსიტეტის (Tohoku University) ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორ მასაჰირო იამაგუჩიმ.

ვიზიტის ფარგლებში ზვიად გაბისონია ჩიბას პრეფექტურის კაშივანოჰას უმაღლეს სკოლას (Kashiwanoha High School), ტოკიოს უნივერსიტეტების ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრებს და ჰაიტექ ლაბორატორიებს ეწვია. ამასთან, ტექნოლოგიების ტრანსფერის და სტარტაპ-აქსელერატორების იაპონურ მოდელს გაეცნო.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე