ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი, ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს,- ამის შესახებ ადვოკატმა გია გოროზიამ სუს-ის შენობასთან განაცხადა.
კუპრავას ბრალს სუს-ში უახლოეს წუთებში წარუდგენენ.„გუშინ, გვიან ღამით შევხვდი ზვიადს პირადად, ვისაუბრეთ. მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი, ბრძოლას ბოლომდე აპირებს, ვინაიდან მისი დაკავება იყო სრულად უსაფუძვლო. ბატონი ზვიადის პოზიციას, როცა გამოვალ [სუს-იდან], მოგახსენებთ.ზვიად კუპრავას დაკავება მოხდა ისე, რომ თითქოს მან საზოგადოების გარკვეულ ფენას მოუწოდა, რომ ძალადობით ან დამხობით შეცვლილიყო სახელმწიფო, კონსტიტუციური წესწყობილება. მე პირადად ვნახე ეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთული იქნა თავად ზვიად კუპრავას მიერ. მსგავსი მოწოდება, რომ ძალადობით ან რაიმე სხვა ძალადობრივი ქმედებით დაემხოს სახელმწიფო წყობილება, პირადად ვერ მოვისმინე”,- განაცხადა გია გოროზიამ. [IPN.GE]
ცნობისთვის, სუს-მა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზვიად კუპრავა 30 სექტემბერს, კუპრავას მიერ, სოციალურ ქსელში გაკეთებული ვიდეოს გამო დააკავა.
ფოტო: [IPN.GE]