15 წლის თამუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას თამუნას დედა, გაბუნია ქრისტინე ავრცელებს. გოგონას ცერებრალური დამბლა აქვს. როგორც დედა ამბობს, აქვს ძლიერი ტკივილები და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
"ჩემი შვილი თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფოდ თავზე გადაღებას რისი საშუალებაც არ მაქვს.
ვცხოვრობ ქირით, მარტოხელა დედა ვარ. ბავშვი საჭიროებს მკურნალობას, რაც თანხებთან არის დაკავშირებული. მივმართავ საზოგადოებას რომ დაგვიდგეს გვერდით" - ამბობს გოგონას დედა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა ანგარიშებზე:
თიბისი ბანკი - GE81TB7722945068100048
საქართველოს ბანკი - GE39BG000000589168699
მიმღები: გაბუნია ქრისტინე - 33001026789 (პირადი ნომერი)