პოლიტიკა

ზვიად ცეცხლაძე - აქციის მონაწილეები ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა და თურმე ისინი არიან „რადიკალები“ - არავინ სვამს კითხვას, რამ მიიყვანა საზოგადოება დაპირისპირებამდე

ზვიად ცეცხლაძე - აქციის მონაწილეები ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა და თურმე ისინი არიან „რადიკალები“ - არავინ სვამს კითხვას, რამ მიიყვანა საზოგადოება დაპირისპირებამდე

ჩემი ერთადერთი მოტივი არის, რომ ამ ქვეყანას რაიმე დადებითი შევძინო, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ზვიად ცეცხლაძემ დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა. მისი განმარტებით, თავს უდანაშაულოდ ცნობს და მიაჩნია, რომ უნდა გამართლდეს.

როგორც ზვიად ცეცხლაძემ განაცხადა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ის მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს.

„ადამიანები გამოდიოდნენ და დღესაც გამოდიან, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეცვალონ. ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდები არიან თურმე „მოძალადეები“, სცოდნიათ ქვის სროლა და „რადიკალები“ ყოფილან. არავინ კითხვას არ სვამს, რატომ, რამ მიიყვანა საზოგადოება ამ დაპირისპირებამდე.

ჩვენ ალყაში მოვყევით და სასტიკად გვცემეს. როდესაც შეტაკებები იყო მომიტინგეებსა და „რობოკოპებს" შორის, საზოგადოების უმეტესობა იყო თავისი სიცოცხლის უფლების დაცვის რეჟიმში“, - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები