მსოფლიო

04-05-2026 13:53

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

04-05-2026 13:07

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული“, - აცხადებს ფაშინიანი.

04-05-2026 08:41

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალები 4 მაისს „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას დაიწყებენ, რათა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების ნავიგაციის თავისუფლება აღდგეს, - ამის შესახებ ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული. ცენტრალური სარდლობის ეს მხარდაჭერა მოიცავს 15 000 პერსონალს, მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს და 100-ზე მეტ თვითმფრინავს. „ამ თავდაცვითი მისიის მხარდაჭერა აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკისთვის, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ საზღვაო ბლოკადას“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.